Home » ფინანსები » სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ
სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტშია ნათქვამი.

როგორც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

რეგულირების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხდება სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაცია, რისთვისაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

კანონპროექტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.

Share