Home » ფინანსები » სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ
სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ, – აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, სუბიექტებს სებ-ში სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენა 1-ელი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ, მაშინ როცა, თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული ვადა სუბიექტებს 31 მარტამდე ჰქონდათ.

„სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

Share