Home » ახალი ამბები » სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა
სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა

სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა.

გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარებისთვის ზაქარია ქუცნაშვილს მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.  სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გრძელდება.  პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ის სხდომას პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება.

Share