Home » საზოგადოება » ,,სექტემბერში ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი”
,,სექტემბერში ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი"

,,სექტემბერში ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი”

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიებისა და ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდებს არ შეიძინონ მაღალ ფასად საწვავის დიდი მარაგები, ვინაიდან სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.

გთავაზობთ ნიკა შენგელიას პოსტს უცვლელად:

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიებისა და ავიაკომპანიების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ.!!!

მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი და მომსახურეობა მოსახლეობაზე. ვგულისხმობთ იმას, რომ ნავთობპროდუქტებსა  და ავია გადაზიდვებზე ფასების გაძვირება შესამჩნევად ურტყავს თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეს, ესეც რომ არ იყოს საწვაზე ფასის მატება პირდაპირპროპორციულად უზრდის მოსახლეობას ფასს პროდუქტებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე შექმნილი სიტუაციებიდან მომდინარე მოლოდინები,კერძოდ ის რომ 10-13 სექტემბრიდან დიდი ალბათობით, 20 -22 დეკემბრამდე, მოსალოდნელია ნავთობპროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა და აქედან გამომდინარე ნუ მოახდენთ დღევანდელი მაღალი ფასებით მარაგების შეძენას. ვინაიდან დიდი შანსია ხელში შეგრჩეთ ძვირადღირებული ნავთობპროდუქტები და თუ გაითვალისწინებთ იმასაც ,რომ რეგიონში თურქეთისა და რუსეთის ვალუტას ვგულისხმობ ,მოყოლებული 10 სექტემბრიდან იქნება შესუსტებული დოლარის მიმართ ასევე გაითვალისწინეთ,რომ შესაბამისად ლარის დოლართან კოტირებასაც აღმავალი ტრენდი აქვს, გამომდინარე აქედან წლის ბოლოსათვის მოსახლეობას გაძვირებული საწვავი ნამდვილად არ წაადგება.

მოკლედ,რომ ვთთქვათ ,გთოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკური ინფორმაცია,რომ საწვავზე ფასების დავარდნის დასაწყისი ახლოვდება 10 -12 სექტემბრიდან და დიდი მარაგების შეძენისაგან თავი შეიკავოთ.

ამ ჯერზე ინფორმაცია და რეკომენდაცია საჯაროდ უფასოდაა, თქვენ ,როგორც კომერციულ სტრუქტურებს ნუ დაგემართებათ ისე როგორც ეკონომიკური მართვის გუნდს “თავიანთვის არ იცოდეს და არც სხვისი ესმოდეთო”, – წერს შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

Share