Home » საზოგადოება » სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია
სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია

სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია

სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია

აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ეთნიკური კონფლიქტი დაიწყო. აფხაზური ეთნოსის დემოგრაფიული კატასტროფა ადგილობრივი სომხური საზოგადოების გაძლიერების გზით უკვე აშკარაა. “აფხაზმა ერმა” გადაწყვიტა თავიდან აიცილოს სომხების გავლენა რეგიონში, თუმცა სომხეთის მხრიდან უკვე დაწყებულია სერიოზული ზეწოლა აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაზე. მათ სურთ სეპარატისტული პასპორტების გაცვლის გზით “აფხაზეთის მოქალაქეობის” არმქონე აფხაზებს და მათ შორის სომხებს ჩამოართვან მოქალაქეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით პრო-სომხურ გაზეთში გამოქვეყნდა მასალა ანტონ კრივენუკის ავტორობით და სახელწოდებით ..აფხაზეთი მიექანება ეთნიკური ანტაგონიზმისკენ’’.

მასალაში საუბარია იმ შედეგებზე რაც შეიძლება გამოიწვიოს “აფხაზეთის სამოქალაქო პასპორტების” გაცვლის პროცესმა. ამ ყველაფერმა “მთავრობა” დააფიქრა შემოიღოს გარკვეული ცვლილებები “კანონში” “აფხაზეთის მოქალაქეობის” მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ “ქვეყანაში” ათობით ათასი მკვიდრი მოსახლეობის “აფხაზური მოქალაქეობა” კითხვის ნიშნის ქვეშაა. “საპასპორტო ოფისის” თანამშრომლებმა “კანონის” და “კონსტიტუციის” დარღვევით თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება გაეუქმებინათ “მოქალაქეობა” იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აფხაზეთი სამშობლოა. “კანონი”, აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ 2005 წელს მიიღეს. მასში დევს “ნორმა”, რომლის მიხედვითაც “აფხაზეთის მოქალაქეობას” იღებს ის პიროვნება, რომელიც აქ ცხოვრობდა “ქვეყნის სუვერენიტეტის” შესახებ “აქტის” მიღებამდე ხუთი წლის განმავლობაში. ამ “კანონის” მიღებამდე “აფხაზეთის მოქალაქე” ხდებოდა ყველა ის პიროვნება, ვინც საქართველო-აფხაზეთის 1992-1993 ომის დასრულების შემდეგ “ქვეყნის ტერიტორიაზე” რჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ “აფხაზეთის მოქალაქისთვის” “მოქალაქეობის” ჩამორთმევის უფლება აქვს მხოლოდ “პრეზიდენტს” და სხვა არავის. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი ფიქსირდება. საკვირველია თუ როგორ ახერხებენ “საპასპორტო განყოფილების” თანამშრომლები, სრულიად უკანონოდ ათასობით ადამიანისთვის “აფხაზეთის მოქალაქეობის” გაუქმებას. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია ის, რომ “აფხაზეთის კანონმდებლობა” ისედაც ძალიან მკაცრია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც რაღაც პერიოდში “ქვეყანა” დიდი ხნით დატოვეს. ათი ათასობით აფხაზეთში მცხოვრებმა მკვიდრმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ომის შემდგომ “ქვეყანა” ამა თუ იმ მიზეზების გამო დატოვეს და არ ცხოვრობდნენ 1999 წლამდე, შეუძლიათ მიიღონ “აფხაზეთის მოქალაქეობა” იმავე პრინციპით, რა პრინციპით და პირობითაც სარგებლობენ ის უცხოელები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ აფხაზეთთან.

ამგვარი სეგრეგაცია არგუმენტირებული იყო საფრთხით  ქართველების არამხოლოდ ფიზიკურად შემოსვლით “ქვეყანაში”, არამედ იურიდიული დაბრუნებით. აქ საუბარი იყო, ასევე იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ 1992-1993 წლების ომში.

ანტონ კრივენიუკის ანალიზის მიხედვით აფხაზეთი ეს არის ქვეყანა სადაც სამი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ესენი არიან: აფხაზები, რუსები და სომხები, რომლებიც გამოვიდნენ იმ დროისთვის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის ქართველების წინააღმდეგ. ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით 1992-1993 წლების ომი შეიძლება ჩავთვალოთ როგორც სამოქალაქო. აფხაზეთში ამ დროისთვის არეული სიტუაციაა. ცხოვრების პირობები მკვეთრად უარესდება, გახშირებულია ასევე მკვლელობების რაოდენობა, რაც 3-ჯერ მეტია ვიდრე, საქართველოში და 9-ჯერ მეტი ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში.

ანტონ კრივენიუკი თავის მასალაში არ წერს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიყვანა აფხაზეთი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე, ვინ შექმნა მათგან მკვლელები, ნარკომნები და მძარცველები. ეს ყველაფერი გააკეთეს ზუსტად, რომ ,,კეთილშობილმა’’ სომხებმა და სწორედ მათ წააქეზეც აფხაზები ქართველი ძმების წინააღმდეგ და ისინი წამლავენ აფხაზებს ნარკოტიკებით. ეხლა კი როდესაც აფხაზები ცდილობენ სომხების თავიდან მოშორებას, ისინი ამ დროს იმუქრებიან.

ანტონ კრივენიუკლი თავის სტატიაში ამ მუქარაზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც დამნაშავედ ქართველები გამოჰყავს. სტატიაში ნათქვამია, რომ “აფხაზური შოვინიზმი”, რომელიც დღეს ძალზედ აწუხებს სომხებს და რომელსაც ისინი ოდესღაც არც კი აქცევდნენ ყურადღებას, როცა აფხაზებთან ერთად დევნიდნენ და კლავდნენ ქართველებს, არის ქართველების ბრალი. გამოდის, რომ ერთი მხარე შეებრძოლა მეორე მხარეს და დამნაშავე არის თავად მსხვერპლი.

თარგმნა ლევან ლაგვილავამ
kavkazplus.com

Share