Home » საზოგადოება » საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები – სია ამ დროისთვის
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები – სია ამ დროისთვის

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები – სია ამ დროისთვის

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია.

როგორც “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში BM.GE–ს განუცხადეს, მოძრაობას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეუერთდნენ:

ლევან ბოძაშვილი – იურისტი,
დეა მეტრეველი – წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი,
საბა ბუაძე – იურისტი,
გია გუგუშვილი – სამხატვრო აკადემიის რექტორი,
ლევან კობახიძე – იურისტი,
თინა მამულაშვილი – “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის დირექტორი,
თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
ქეთი მატაბელი – მხატვარი,
მაია ჩიკვაიძე – მხატვარი,
კახა კოჟორიძე – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი,
ანა ნაცვლიშვილი – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

შეგახსენებთ, რომ ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. ხაზარიძე–ჯაფარიძის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება კი ოქტომბერში იგეგმება.

BM.GE

Share