Home » საზოგადოება » საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს. ამის შესახებ იდეას თბილისის მერიას მოქალაქე სთავაზობს “იდეა მერს” პროექტის ფარგლებში.

„სასურველია, რომ თანადათანობით აიკრძალოს მუსიკა და რადიო საჯარო სარგებლობის ტრანსპორტში და მოსმენის სურვილის შემთხვევაში ყველამ ისარგებლოს საკუთარი ყურსასმენით.

მოგეხსენებათ, ზოგს აღიზიანებს ხმამაღალი მუსიკა, ზოგს კი კონკრეტული არხი არ აინტერესებს ან აღიზიანებს, შესაბამისად, სხვა მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული და არა ერთის თუ ორის,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 5 ივლისამდეა.

Share