Home » ეკონომიკა » „საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება
„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება

„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება

„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საქმიანობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივებს IMO-ს სტანდარტების მისაღწევად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმში, საერთაშირისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც EBRD-სა და IMO-ს შორის კოოპერაციის საკითხებს მიეძღვნა.

„ვფიქრობ, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან პროდუქტიული შედეგით დასრულდა. ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარებულ დისკუსიის შემდეგ დაიგეგმა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პორტების დასუფთავებისთვის გამიზნული ინვესტიციების მხარდაჭერა და სხვა. როგორც დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პროექტების ინიცირება კომერციული სექტორიდან მოხდება და მწვანე ეკონომიკას შეეხება. მსგავსი სახის პროექტებს EBRD დააფინანსებს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმე პროექტის დაფინანსება. მისივე განცხადებით, ისინი დაკავშირებულია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან პორტებში. მაგალითად, საქართველოს პორტებში იქნება დაფინანსებული სწავლება, დაკავშირებული გამონაბოლქვების კონტროლთან.

Share