Home » ფინანსები » საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები 70%-დან 55%-მდე შეამცირა
საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები 70%-დან 55%-მდე შეამცირა

საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები 70%-დან 55%-მდე შეამცირა

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ივლისის თვეშივე მოვასწრებთ მორიგ გაფართოებას, როდესაც ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ნაკლებ ფასად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები შეიძინონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

„ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ გამოწვევად გამოვყოფდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ მნიშვნელოვნად, ჯერადობით შეამცირა მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადები, ის ისევ მაღალი რჩება. თუ იყო 70 პროცენტი საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამდე, ახლა ეს არის 55 პროცენტი და ამ ჯიბიდან გადასახადების 70%- ზე მეტს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე.

თუ დაისმებოდა კითხვა, რომ რომელიმე ერთი გამოწვევა დამესახელებინა ჯანდაცვაში, აუცილებლად დავასახელებდი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

შარშან მაისიდან დავიწყეთ პირველი ეტაპი ამ მიმართულებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ივლისის თვეშივე მოვასწრებთ მორიგ გაფართოებას, როდესაც ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად, ჯერადობით ნაკლებ ფასად შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Share