Home » ფინანსები » საწვავზე ფასების მატების კიდევ ერთი ახალი ტალღაა მოსალოდნელი
საწვავზე ფასების მატების კიდევ ერთი ახალი ტალღაა მოსალოდნელი

საწვავზე ფასების მატების კიდევ ერთი ახალი ტალღაა მოსალოდნელი

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, ჩვენს ბაზარზე ფასების ცვლილება სწორედ მსოფლიო ბაზარზე ფასების ცლილებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, ეს ეკონომიკურ პროცესებთან შეუსაბამოდ მოხდა, რადგან ჩვენთან ფასების ზრდა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მსოფლიო ბაზარზე დაიწყებოდა. ეს ყველაფერი კი იმ არაჯანსაღმა გარემომ გამოიწვია, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს.

“იმდენად რამდენადაც მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის მატება გამოწვეული იყო მხოლოდ ტექნიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით, ეს ხანგრძლივი პროცესი არ ყოფილა და ძალიან მალე, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ფასები მოდიოდა მსოფლიო ბაზარზე დაღმასვლისკენ და იმაზე დაბლაც კი ჩამოვიდა ფასები სანამ მატების ტენდენცია იქნებოდა. აი ამ მომენტში ქართულ კომპანიებს არ გაუკეთებიათ არანაირი საფასო ცვლილება, მათ დატოვეს ის გაზრდილი ფასები, რითაც დაიწყეს ფასების მატება. თუ ჩვენ რეალურად მსოფლიო ბაზარზე ფასების მატების ტენდენცია ავსახეთ ქართულ ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების ტენდენცია არ აგვისახავს. ამაზე ყველა კომპანიამ თვალი დახუჭა.  უკვე 2 დღეა ნედლი ნავთობის ფასი იზრდება. დაახლოებით 6 დოლარით არის VTI-ის ტიპის ნავთობის ფასი გაზრდილი. უნდა ველოდოთ, რომ ამასაც თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ კომპანიები და თუ ეს ტენდენცია მსოფლიო ბაზარზე შენარჩუნდა, კიდევ ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ნავთობის ფასების მატების”, – აცხადებს ბაირახტარი.

სანდრო პირველი

Share