Home » ბიზნესი » ,,საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა – თუ ზომები არ იქნა მიღებული, ფასების ზრდა უკონტროლო გახდება”
,,საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმუზეა - თუ ზომები არ იქნა მიღებული, ფასების ზრდა უკონტროლო გახდება"

,,საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა – თუ ზომები არ იქნა მიღებული, ფასების ზრდა უკონტროლო გახდება”

ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე საწვავის ფასების მუდმივად მზარდ ტრენდს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

გთავაზობთ მერაბ ჯანიაშვილის პოსტს უცვლელად: 

,,ბენზინი კიდევ გაძვირდა, 1 ლიტრში 2,67 ლარს ვიხდი, არნახულად ძვირია საქართველოს პირობებში. როგორც მახსოვს ჩვენთან ასეთი ძვირი ნავთობი არასდროს ყოფილა, 2008 წელსაც კი, როცა 1 ბარელის ფასი 150 დოლარზე იყო ასული (ახლა 80-ის ფარგლებშია).

კვირიკაშვილი პირველ რიგში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის გამო იყო გასაშვები, ან საერთოდ ვის მოუვიდა აზრად ამის გაკეთება, ვითომ იმპორტი უნდა შემცირებული და აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ნავთობი ფასის მიმართ არაელასტიური პროდუქტია (ანუ ფასის ზრდა მისი მოხმარების ავტომატურ შემცირებას არ ნიშნავს), ფაქტი სახეზეა 2017-2018 ნავთობის იმპორტი ძალიან გაზრდილია. მეორეც აქციზი რეგრესული გადასახადია, ანუ ის ტვირთად აწვება მოსახლეობის შედარებით ღარიბ ფენას. კიდევ ერთხელ რო გავიხსენოთ რა “ჩაატარა” მაშინ მთავრობამ, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით – მოგების “ესტონური” მოდელის დანერგვით ხელი შეუწყო მდიდარ ფენას (მცირე მეწარმეებს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ რეინვეტირება აკეთონ, ან მცირე მასშტაბებით თუ შეძლებენ), ხოლო ამის გამო ბიუჯეტში დანაკლისი შეავსო ღარიბებისთვის გადასახადის ზრდით. თუ ჩემი არ გჯერათ, ზუსტად ასეთი დასკვნა დადო მაშინდელ საგადასახადო რეფორმებზე მსოფლიო ბანკმა.

ყველა ქვეყანა იმას ცდილობს, რომ ეკონომიკური უთანასწორობა შეამციროს, მდიდრებს გადასახადები გაუზარდოს, ხოლო ღარიბებს პირიქით შეუმციროს და ჩვენ სრულიად საპირისპირო რეფორმებს ვატარებთ! ღარიბებს საგადასახადო ტვირთს ვუზრდით და მდიდრებს ხელს ვუწყობთ, მაგიტომაც ვართ ფინანსური უთანასწორობით ერთ-ერთი ლიდერი ევროპაში (რუსეთი ხან გაგვასწრებს ხან ჩამოგვრჩება).
ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობასა და კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობაზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, ადრეც ბევრი მითქვამს და დამიწერია”, – წერს ჯანიაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.
Share