Home » ფინანსები » სავალუტო კურსის „აჯანყება“ – რატომ არის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი უფრო ნაკლები ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში
სავალუტო კურსის „აჯანყება“ - რატომ არის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი უფრო ნაკლები ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში

სავალუტო კურსის „აჯანყება“ – რატომ არის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი უფრო ნაკლები ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში

სავალუტო კურსის „აჯანყება“

რატომ ხდება ისე, რომ სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი უფრო ნაკლებია დაახლოებით 34 – 41 პუნქტით ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში დაფიქსირებული კურსი?

აქ შეიძლება ლოგიკური იყოს – აშშ დოლარზე მოთხოვნის შემცირება, რაც ცოტა ძნელად წარმოსადგენია…
ამგვარი „ასიმეტრია“ ოფიციალურ და საბაზრო კურსებს შორის შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ ერთი ფაქტორით – როდესაც ოფიციალური სავალუტო კურსი არ ასახავს სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებას (და რეალურ მდგომარეობას), ანუ არაადექვატურია ვალუტაზე მოთხოვნა – მიწოდების ბალანსის მიმართ.
თეორიულად (და პრაქტიკულადაც) ეს შესაძლებელია, Bloomberg-ის სისტემაში კურსის ფორმირების პრინციპებიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, Bloomberg-ის სისტემაში ოფიციალური კურსის ცვლილება შესაძლებელია შედარებით პატარა თანხებით და ეს უკვე ქმნის კურსის მანიპულირების შესაძლებლობას.
წესით და რიგით, ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსი უნდა ასახავდეს ეკონომიკურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით.

ამიტომაც იყო, რომ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის მიერ ეროვნულ ბანკს და ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას მიეცა მკაფიო რეკომენდაციები, რომლების პირდაპირ ეხებოდა სავალუტო კურსის ფორმირების პრინციპებს და წესებს.

კერძოდ კი რეკომენდაციები გულისხმობდა – ოფიციალური სავალუტო კურსის ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სავალუტო სავაჭრო სესიის, ვაჭრობის მინიმალური მოცულობის 5 მილიონი აშშ დოლარის შემთხვევაში – და ეს იყო 1998 წელს!

შემდგომში ეს მინიმალური ვაჭრობის მოცულობის ნორმა გაიზარდა – 10 მილიონ აშშ დოლარამდე – 2000 წელს და 20 მილიონ აშშ დოლარამდე – 2004 წელს!

დღეს კი შესაძლებელია Bloomberg-ის სისტემაში „აბურთაო“ სავალუტო კურსი შედარებით პატარა მოცულობის თანხებით ($ 1 მილიონით) და ეს რეალობაა!

ამასთან ერთად, არ მოწმდება ბანკებს შორის დადებული გარიგებების შესრულება, რაც კიდევ დამატებით იძლევა სავალუტო კურსით მანიპულირების შესაძლებლობას!

ეროვნულ ბანკს (და არც კომერციულ ბანკებს) „ცოცხალი თავით“ არ უნდა სამართლიანი და გამჭვირვალე საბირჟო პრინციპებზე აგებული სავაჭრო სისტემის დანერგვა და ალბათ ამის სერიოზული მიზეზიც არსებობს.
ალბათ დასაფიქრებელია – ხომ არ ვზივართ „საბანკო – Bloomberg-ის“ ნაღმზე?

ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომისტი

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი.

Share