Home » ეკონომიკა » სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა, ახალი პროგნოზით კი, 4.3 პროცენტი იქნება.

2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, ფონდი ინფლაციის კლებას 2020 წელს პროგნოზირებს.

Share