Home » ბლოგი » სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სავალდებულო ინსპექტირება არ ვრცელდება
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სავალდებულო ინსპექტირება არ ვრცელდება

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სავალდებულო ინსპექტირება არ ვრცელდება

2018 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო. ინსპექტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათ მისაბმელები.

პირველ ეტაპზე ტექდათვალიერება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს შეეხო.

მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი, 2019 წლის იანვარია.

მეორე ეტაპი, რომელიც 1 ივლისს დაიწყო, დაეთმობა სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე და იურიდიულ პირებზე რეგისტრირებულ მანქანებს, რომელთა საერთო რაოდენობა ჯამში დაახლოებით 110 000-ია.

ყველა დანარჩენს მესამე ეტაპზე შეამოწმებენ. ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყება. ინსპექტირების ვალდებულება რიგ კატეგორია სატრანსპორტო საშუალებებზე არ ვრცელდება.

ინსპექტირების ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) O1, O2 და L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებზე;

გ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ექსპლუატაცია დროებით შეჩერებულია მფლობელის მიერ;

დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

ე) სატრანსპორტო საშუალებებზე, საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრაციამდე.

ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას:

) დამზადებულია 1960 წლამდე;

) აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან;

) ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებულია პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით. მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

***სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობაა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობა.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share