Home » ფინანსები » სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა
სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომინიკაციების სექტორში მოქმედი კომპანიების შემოსავალმა გასულ წელს 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით 5,5%-ით აღემატება.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 136 მილიონი ლარი, მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლმა კი 107 მილიონი ლრი შეადგინა.

საერთო ჯამში, გასულ წელს კომუნიკაციების დარგმა სახელმწიფო ბიუჯეტში 284 მილიონი ლარი შეიტანა.

ცოტნე მაისურაძე

Share