Home » ბიზნესი » სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება
სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება

სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება

პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის საკითხზე მსჯელობს

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში.

აგრეთვე, იკრძალება გარე რეკლამა დასახელებული დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.

ასევე კანონპროექტი კრძალავს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამისა თუ რეპორტაჟის სპონსორობისას.

სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული ან მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნისა თუ ლოგოტიპის გავრცელება.

ცვლილებების პროექტი კრძალავს აზარტული და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებას, რომელიც 10 კვადრატული მეტრ ფართობს აღემატება.

bm.ge

Share