Home » ბიზნესი » სასტუმრო ადმირალი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
სასტუმრო ადმირალი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებს 20%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს

სასტუმრო ადმირალი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისათვის, სასტუმრო ადმირალი მზად არის 2019 წლის ზაფხულის სეზონზე ყველა ინდივიდუალურად მოგზაურ საქართველოს მოქალაქეს 20%-იანი ფასდაკლებით უმასპინძლოს.

ამის შესახებ ისინი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

“ძვირფასო მეგობრებო!

გვინდა მოგმართოთ ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ტურისტული სფერო უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა ერთი ქვეყნის ბაზარზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ბიზნესში მთავარი არის ბაზრის დივერსიფიცირება. დროა გავიდეთ ახალ ბაზარზე და დროა ტურისტული განვითარების იმ გზით წავიდეთ, რომელზეც დაცული ვიქნებით ერთი კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებისგან.

ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2017 წლიდან დაწყებული მასიური მედია კამპანიისთვის ევროპის და აზიის ქვეყნებში. კამპანიამ შედეგიც გამოიღო – ბათუმმა World Travel Awards-ის ჯილდო მიიღო. Visit Batumi!!

სამწუხაროდ, 2019 წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია რუსეთის ბაზარზე ისეთი დამოკიდებული გახდა, რომ ფრენების აკრძალვის გამო მომდევნო თვეები რთული შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკისთვის.

მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს: დავისვენოთ საქართველოში, წავიდეთ ჩვენს ულამაზეს სოფლებში, მთებში, ქალაქებში! ვიყიდოთ ქართული პროდუქტი! სხვა ქვეყნების მონახულებას და იქ თანხის ხარჯვას ჩვენ კიდევ მოვასწრებთ!

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისათვის, ჩვენი სასტუმრო მზად არის 2019 წლის ზაფხულის სეზონზე ყველა ინდივიდუალურად მოგზაურ საქართველოს მოქალაქეს 20% ფასდაკლებით უმასპინძლოს! იმედი გვაქვს, რომ სხვა სასტუმროებიც შემოგვიერთდებიან და ბათუმში წელს ვიხილავთ ბევრ შიდა ტურისტს!”, – წერია განცხადებაში.

Share