Home » ფინანსები » სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია
სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია. ასეთია 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობა.

ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს. 2017-2018 წლებში ბანკმა 327 მილიონი დოლარი შეისყიდა.

Share