Home » საზოგადოება » სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს
სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს

სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს 59 მოქალაქის მომართვის საფუძველზე აპარატმა  პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა.

აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა. შედეგად 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა და 57 სავალდებულოდ შესასრულებელი დავალება გაიცა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენას აპარატი მიმდინარე წელს გეგმავს.

Share