Home » ფინანსები » „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საშუალო ხელფასმა 1 068.3 ლარი შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საშუალო ხელფასმა 1 068.3 ლარი შეადგინა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საშუალო ხელფასმა 1 068.3 ლარი შეადგინა

2018 წელს წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 69 ლარით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით, 999.1 ლარიდან 1 068.3 ლარამდე გაიზარდა.

2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 236 ლარი (წლიური ზრდა – 11.3 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა – 7.4 პროცენტი); მშენებლობა – 1 552 ლარი (წლიური ზრდა – 5.9 პროცენტი).

ამასთან, 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 8 პროცენტით გაიზარდა და 1 101.3 ლარი შეადგინა. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 4.7 პროცენტით და 1 008.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

Share