Home » ბიზნესი » საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია, Apple მესამე ადგილზეა
საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია, Apple მესამე ადგილზეა

საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია, Apple მესამე ადგილზეა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია.

ანგარიშის მიხედვით, Samsung-ის მობილური ტელეფონი საქართველოში 1 594 795 მომხმარებელს აქვს, რაც მთლიანი რაოდენობის 30.88%-ია.

პოპულარობით მეორე ადგილზეა Microsoft/Nokia, რომელთა რაოდენობა 976 250-ს შეადგენს, რაც მთლიანო ოდენობის 18.9%-ია.

Apple-ის წარმოებული მობილური ტელეფონებით, კომისიის მონაცემებით, 580 149 მომხმარებელი სარგებლობს (11.23%).

სხვა მწარმოებელთა გადანაწილება კი შემდეგნაირია:

HUAWEI 452 377 (8.76%),

Lenovo 232 939 (4.51 %),

TCT 94 694 (1.83 %),

Sony/Ericsson 94 038 (1.82 %),

LG 78 533 (1.52 %),

HTC 62 341 (1.21 %),

ZTE 25 643 (0.5 %),

სხვა 973 098 (18.84 %).

Share