Home » ახალი ამბები » საქართველოში ყველაზე მაღალ, 46 მეტრიან დროშას ქუთაისში აღმართავენ
საქართველოში ყველაზე მაღალ, 46 მეტრიან დროშას ქუთაისში აღმართავენ

საქართველოში ყველაზე მაღალ, 46 მეტრიან დროშას ქუთაისში აღმართავენ

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანია „სითი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლები მიიღო.

კომპანია ქუთაისში უკვე ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. შპს „სითი ქონსთრაქშენმა“ ქუთაისს საჩუქრად დროშა გადასცა, რომლის სადგარი უკვე ჩამოტანილია ქუთაისში და ის ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელში განთავსდება.

მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში.

Share