Home » ბიზნესი » „საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა“
„საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა“

„საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა“

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარიაძის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ და დაასაბუთონ.

„ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე კონკრეტული შემთხვევაა, დადონ ფაქტები და თუ არ ექნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენი, კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ კიდევ კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა, გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Share