Home » ეკონომიკა » საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1% გაიზარდა
საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1% გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1% გაიზარდა

2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე 0,1% გაიზარდა და 12,3%-ს შეადგინა. ამის შესახებ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის IV კვარტლის მაჩვენებლები წარმოადგინა.

“2018 წლის უმუშევრობის დონის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 17 მაისს, თუმცა კვარტალური გამოკვლევის შედეგები ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე და გავაანალიზოთ აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის და სოფლის, ასევე სქესობრივ ჭრილში, ” – განაცხადა თოდრაძემ.

„საქსტატმა“ უმუშევრობის დონის გაანგარიშება კვარტლების მიხედვით 2018 წლიდან დაიწყო.

Share