Home » ეკონომიკა » საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების 139 ახალი საწარმოა
მთავრობა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების 139 ახალი საწარმოა

სოფლის მეურნეობის სექტორში 139 ახალი საწარმოა შექმნილი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ “ექსპო ჯორჯიაში” უწყების 3 წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, უახლოესი თვეების განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 20 საწარმოს ამოქმედება.

“დაწყებული ბიუჯეტიდან ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. მინდა ხაზი გავუსვა მელიორაციის მიმართულებას – დაახლოებით 100 ათასი ჰექტრის წყალუზრუნველყოფა განხორციელდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების მართვის სააგენტოს მუშაობა, რადგან კიდევ ერთხელ ვაცნობოთ მოსახლეობას, რომ უკვე 139 ახალი საწარმოა საქართველოში სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების. დამატებით კიდევ 20 გვექნება სულ რამდენიმე თვეში”,

– განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.
მინისტრმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პარლამენტს მისი უწყების მიმართ შენიშვნები არ ჰქონია.

‘”ჩვენს სამინისტროსთან დაკავშირებით ოფიციალური შენიშვნა არ მიგვიღია. თუ იქნება, მზად ვართ ვიმსჯელოთ, მაგრამ პრინციპში ეს არ არის კომფორტული ბიუჯეტი, ეს არის აუცილებელი ბიუჯეტი”,

– განაცხადა დანელიამ.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]
Share