Home » საზოგადოება » საქართველოში შესაძლოა, სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყოს
საქართველოში შესაძლოა, სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყოს

საქართველოში შესაძლოა, სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყოს

“საქართველოში შესაძლოა, სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყოს”, – ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია ტექნიკის ნაწილების საქართველოში ჩამოტანაზე და შემდგომ ადგილზე აწყობაზე.

“შევხვდით ძალიან საინტერესო, როგორც ორგანიზაციებს ისე კომპანიებს. გუშინ, მაგალითად, შევხვდით ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ყველაზე მსხვილ სავაჭრო პალატას, რომელშიც 10 000 ასეთი კომპანია შედის. კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ ვიზიტებს საქართველოში. ლაპარაკია, მაგალითად, სარეცხი მანქანის და მსგავსი ელექტროტექნიკის წარმოებაზე, სადაც საშუალება გვაქვს საქართველოს, რომ ჩამოვიტანოთ ნაწილები, მისი აწყობა მოვახდინოთ და ტარიფის გარეშე გავუშვათ ევროპაში. საქართველო ჩინურ კომპანიებს სთავაზობს წვდომას 2,3 მილიარდიან ბაზარზე”, – აცხადებს სააგენტო ხიდურელი.

Share