Home » ბიზნესი » საქართველოში შესაძლოა ჩეხური სამედიცინო კომპანიები შემოვიდნენ
საქართველოში შესაძლოა ჩეხური სამედიცინო კომპანიები შემოვიდნენ

საქართველოში შესაძლოა ჩეხური სამედიცინო კომპანიები შემოვიდნენ

საქართველოში შესაძლოა ჩეხური სამედიცინო კომპანიები შემოვიდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით 5 საერთაშორისო ჩეხური ორგანიზაციის შემოთავაზებული სამედიცინო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ცნობილი სამედიცინო კომპანიები, როგორიცაა ,,Medin’’,,ProSpon’’,,ZPT’’ ,, MZ Liberec’’,, UJP PRAHA’’. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანის საქმიანობას:

,,MEDIN’’ ჩეხური კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მორავიაში მდებარეობს. კომპანიის აქცენტს წარმოადგენს სამედიცინო ინსტრუმენტებისა და იმპლანტანტების წარმოება და გავრცელება. კომპანიამ დაახლოებით სამოცი წლის წინ დაიწყო სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წარმოებაც. ამჟამად პორტფელი შედგება ოთხი ძირითადი ჯგუფისგან – ტრავმატოლოგია, ქირურგია, ორთოპედია და სტომატოლოგია. MEDIN ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ევროპული მწარმოებლების ასორტიმენტში.

,,ProSpon’’ არის ჩეხური კომპანია, რომელიც დაარსდა 1992 წელს . კომპანიის მიმართულებებია ორთოპედია, ტრავმატოლოგიისა და ქირურგიის იმპლანტანტებისა და ინსტრუმენტების წარმოება და განაწილება.

,,MZ Liberec’’ აწარმოებს სამედიცინო და ტექნიკურ გაზს, რომელიც თარიღდება 1957 წლით. კომპანია აწარმოებს, აწვდის და ანაწილების სამრეწველო და ტექნიკურ აირებს.. საწარმოო პროგრამის განუყოფელი ნაწილიებია წყარო ხიდები, მბრუნავი ჭერის კომპლექსები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შემდგომში აღჭურვილია საოპერაციო ოთახებით, ანესთეზიოლოგიური რეანიმაციის დეპარტამენტებით და სტანდარტული საძინებელი ოთახებით.

,,ZPT’’ კომპანიაა, რომელიც 1993 წლიდან მუშაობს საკომუნიკაციო და სასიგნალო სისტემებზე, წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უზრუნველყოფს ასობით საავადმყოფოს, პოლიკლინიკებს, საპენსიო სახლებსა და ჯანდაცვის ობიექტებს.

პრეზენტაციას ესწრებოდა შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ზაზა ბოხუა, რომელმაც განაცხადა რომ მსგავსი ღონისძიებები ჩეხეთისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში მნიშვნელოვანია და აქ წარმოდგენილი პროექტები განხორციელების შემთხვევაში დიდ ბენეფიტს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.

,, დღეს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჩეხური კომპანია, რომლებმაც საკუთარ პროდუქციაზე ისაუბრეს, ასევე გაგვაცნეს სამედიცინო პროექტები, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს.

 გამომდინარე  იქიდან თუ  რას ითვალისწინებს თითოეული მათგანი, თითოეული პროექტი არის განსხვავებული, ზოგი მათგანი გრძელვადიანია,  ზოგიც კი,  პირიქით, მოკლევადიანი. მნიშვნელოვანია, რომ  ზოგ კომპანიას უკვე აქვს საქართველოში  მუშაობის გამოცდილება. მათ მფლობელობაში რამდენიმე კლინიკაცაა,რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიით.  მნიშვნელოვანია,  რომ აქ წარმოდგენილია ონკოლოგიური მიმართულებაც.

ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე პროექტი მოეწონა. დავაკვირდებით, ვნახავთ თუ რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი,  რამდენადაა კავშირში იმ  მოთხოვნებთან,  რაც ჩვენ გვაქვს,  რამდენად ხელმისაწვდომი და  ხარისხიანია.   ეს არის  ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებისთვის კარგი საშუალება და მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა შედგა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები,  შერჩევის შემთხვევაში, განხორციელდება  არამარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც’’- განაცხადა ზაზა ბოხუამ

 

მარიამ აბრამიშვილი

Share