Home » ფინანსები » საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის, – ამის შესახებ “ინტრეპრესნიუსს” ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მთვრალაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში ნავთობზე ფასების მატების ტენდენცია შეინიშნება, ეს ქართულ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასმა მოიმატა. ლონდონში, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარიან ნიშნულამდე მივიდა და ეს შეიძლება ითქვას, 20 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ანუ საერთაშორისო ფასების ტრენდი ზოგადად აღმავალია. ასევე მოიმატა საერთაშორისო ფასებმა პლაცის მიხედვით. ეს არის მოცემულობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მოცემულობის ასახვა უახლოეს კვირაში ან რამდენიმე დღეში მოხდება ჩვენს ბაზარზე”, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი საქართველოში, საწვავზე არსებული დაბალი ფასების შენარჩუნების რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს.

“მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს საერთაშორისო ბაზარზე ფასების პროგნოზსა და გათვლას ვერავინ ვერ ახერხებს. დღეს თუ ფასმა მოიმატა, ხვალ შეიძლება შემცირდეს. მეორე საკითხია იმპორტი, რომელსაც კომპანიები ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებენ და აქედან გამომდინარე, თითოეულ კომპანიას, ინდივიდუალური გრაფიკიდან და იმპორტირებული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე აქვს მარაგებიც და სხვადასხვა ფასში შეძენილი საწვავი. ასევე არის კონკურენციის ფაქტორიც – დღეს 20-მდე იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. მათ შორის არის მნიშვნელოვანი კონკურენცია. შეიძლება ზოგიერთი კომპანიისთვის ფასმა მართლა მოიმატოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მთელს სეგმენტს და სექტორს შეეხება. აქედან გამომდინარე, საფრთხზეს, რომ დღეს ყველა კომპანიის მიერ მოხდება საწვავზე ფასების ტოტალური მატება, ჩემი გადასახედიდან ვერ ვხედავ. შეიძლება რომელიმე კომპანიამ, რომელიც არის ბაზარზე, ჩათვალოს რომ არ აქვს რესურსი დაბალი ფასი შეინარჩუნოს და ტარიფი გაზარდოს, თუმცა ბაზარი კონკურენტულია და კომპანიები ეცდებიან დაბალი ფასი რაც შეიძლება ხანგრძლივად შეინარჩუნონ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მთვრალაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან საქართველოში შესაძლოა საწვავის ფასი გაიზარდოს.

წყარო: ipn.ge

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share