Home » საზოგადოება » საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული – აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ბევრად მაღალია – კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის 14.9% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

2018 წლის I კვარტლის ბოლოს სულ რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას;

2018 წლის I კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 164,39 მილიონი ლარი;

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 7,57 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 650,74 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 178,79 მილიონ ლარს.

Share