Home » ბიზნესი » საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის
საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის

საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის

“დღეს, კომპანიები მედიკამენტებზე 700-1000%-იან ზემოგებას ნახულობენ”

სპეციალისტების შეფასებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო და მონოპოლისტური კომპანიებია. კომპანიები ერთდროულად ფლობენ კლინიკებს, აფთიაქებს და ფარმაცევტულ ბიზნესს.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის, სერგი ჩიხლაძის განცხადებით, ფასების დინამიკაზე ასევე ცუდად აისახება ექიმების კვალიფიკაციის პრობლემა, რაც ჭარბი მედიკამენტების დანიშნვაში გამოიხატება და ხშირად კლინიკებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგების შედეგია.

“რომ ავიღოთ ევროკავშირის ქვეყნები, იქ ძალიან მკაცრი რეგულაციებია. მათ შორის იგივე ფასწარმოქმნაზე, მოგებაზე, თუმცა ამავე დროს არ ზარალდება ევროკავშირის ქვეყნებში ბიზნესი. ჩვენთან ხშირად ფარმაცევტული კომპანიების ლობისტები უყვართ ხოლმე იმის თქმა, რომ აი სახელმწიფო ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს. რასაკვირველია არ უნდა ჩაერიოს, თუმცა გონივრული რეგულაციები ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ აუცილებელია. ამავე დროს, რასაკვირველია, ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს თავისი გონივრული სარგებელი და არა ისე როგორც დღესაა. დღეს ისინი მედიკამენტებზე 700%-იან და 1000%-იან ზემოგებას ნახულობენ”, – აცხადებს ჩიხლაძე.

UNISEF-ის უახლოესი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის. შინა მეურნეობების თითქმის 28% აღნიშნა, რომ გასულ წელს მათთვის მედიკამენტების შეძენა უმთავრესი პრობლემა იყო.

სანდრო პირველი

Share