Home » საზოგადოება » საქართველოში მწეველთა რაოდენობა არ მცირდება
საქართველოში მწეველთა რაოდენობა არ მცირდება

საქართველოში მწეველთა რაოდენობა არ მცირდება

საქართველოში მწეველთა რაოდენობა არ მცირდება – ამ დასკვნის გაკეთება “ეისითის” კვლევიდან შეიძლება.

2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 34% თამბაქოს მომხმარებელია. მათ შორის, 29% თამბაქოს რეგულარულად  ეწევა, 5% კი პერიოდულად. 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ზრდასრული თბილისელების 31% მოიხმარდა, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია არ შეცვლილა. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კაცებში (58%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში (16%), ამასთან, ყველაზე აქტიურად თამბაქოს 35-54 წლის მოქალაქეები მოიხმარენ.

მწეველთა უმრავლესობა (58%) რეგულარულად 15 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა დღის განმავლობაში და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გავლენა არ მოუხდენია მოწევის ინტენსივობაზე. გენდერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, დიდი განსხვავება გამოვლინდა; კაცების 68% ეწევა 15 ღერზე მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 29% მოიხმარს იგივე რაოდენობას.

თბილისელების 63% ფიქრობს, რომ ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი, ვერ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას, თუმცა, იგივე რაოდენობა (64%) დადებითად აფასებს ახალ რეგულაციებს.

Share