Home » საზოგადოება » “საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და მისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები”
"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და მისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები"

“საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და მისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები”

საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

“საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ამ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის ის თუ როგორი იქნება კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამავე დროს, ხშირად ხდება ასეთი ანალიზის გაკეთება, რომ ამის გამო საქართველოში ინფლაცია მაღალი იქნება. საქართველოში ინფლაცია მიზნიბრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური”,- განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.

“როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს”,- განაცხადა გვენეტაძემ.

Share