Home » ეკონომიკა » საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფების ახალი მეთოდოლოგია იქნა წარმოდგენილი
საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფების ახალი მეთოდოლოგია იქნა წარმოდგენილი

საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფების ახალი მეთოდოლოგია იქნა წარმოდგენილი

16 იანვარს EU4Energy მმართველობის პროექტმა წარმოადგინა პირველი სამუშაო დოკუმენტი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხზე და გამოანგარიშების საშუალება, რაც  მონაწილე მხარეების შეხვედრაზე განხორციელდა საქართველოში.

ახალი მეთოდოლოგია საშუალებას მისცემს საქართველოს გაზის სატრანსპორტო კომპანიას გამოიანგარიშოს შესაბამისი ტარიფები და პრაქტიკაში დანერგოს შესვლა-გამოსვლის სატარიფო სისტემა, ევროკომისიის რეგულაციების დებულებების შესაბამისად.

შემოთავაზებული სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით ხარჯების გამოანგარიშების სისტემა ხდება უფრო გამჭვირვალე და დუბლირებადი. გარდა ამისა, ახალი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის ხარჯების დაფარვას და ტარიფების სამართლიან გაანგარიშებას მომხმარებლისთვის.

Share