Home » ბიზნესი » საქართველოში ელექტროველოსიპედები შემოვა
ომპანია Ebike.ge 2016 წლის გაზაფხულისთვის საქართველოში ელექტროველოსიპედების უფრო მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობით შემოტანას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ასევე იგეგმება ჩვეულებრივი ველოსიპედების ელექტროველოსიპედად გადაკეთების მომსახურების დანერგვა და შემოტანილი ნაწილებით ელექტრომობილების საქართველოში აწყობა.

საქართველოში ელექტროველოსიპედები შემოვა

ომპანია Ebike.ge 2016 წლის გაზაფხულისთვის საქართველოში ელექტროველოსიპედების უფრო მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობით შემოტანას გეგმავს.
კომპანიის ინფორმაციით, ასევე იგეგმება ჩვეულებრივი ველოსიპედების ელექტროველოსიპედად გადაკეთების მომსახურების დანერგვა და შემოტანილი ნაწილებით ელექტრომობილების საქართველოში აწყობა.

Ebike.ge-ის ცნობით, ელექტროველოსიპედის ფასები 700-დან 1200 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

პირველი ელექტრონული ველოსიპედების სატესტო მოდელები კომპანია Ebike.ge-მ საქართველოში 2014 წლის ნოემბერში შემოიტანა. მომწოდებლები ჩინეთის სხვადასხვა მწარმოებლები არიან, რომლებიც ექსკლუზიურად Ebike.ge-სთვის აწყობენ ელექტროველოსიპედებს შეთანხმებული სპეციფიკაციით.

ელექტროველოსიპედი არის ჩვეულებრივსიჩქარიან ველოსიპედს დამატებული ელექტრო ფუნქცია, რომელიც ამარტივებს პედლების ტრიალს და მომხმარებელს

პედლების გარეშე სიარულის საშუალებას აძლევს. ვიზუალურად იგი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ველოსიპედისგან.

ელექტროველოსიპედი არის 6-7 სიჩქარიანი და მისი ტექნიკური მახასიათებლები (მუხრუჭის სისტემა, ამორტიზატორები, სიჩქარეები, წონა და ა.შ.) დამოკიდებულია მოდელზე.
ელექტროველოსიპედს სამი ძირითადი რეჟიმი აქვს: ჩვეულებრივი ველოსიპედის რეჟიმი – დადის პედლების ტრიალის მეშვეობით; პედლების ტრიალში დახმარების რეჟიმი – ელექტროძრავი ამარტივებს პედლების ტრიალს. ძრავი ირთვება პედლების დატრიალების დროს და გიმსუბუქებთ დატვირთვას (ამ რეჟიმს აქვს სამი ქვე-რეჟიმი – სუსტი, საშუალო და ძლიერი დახმარება – რომელიც იმართება საჭეზე დამონტაჟებული მართვის პანელიდან); პედლების გარეშე სიარულის რეჟიმი – ველოსიპედი დადის ელექტრო ძრავით, პედლების ტრიალის გარეშე. სიჩქარე რეგულირდება საჭეზე დამონტაჟებული სახელურის ტრიალით.

ელექტროველოსიპედს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით დამონტაჟებული აქვს ელემენტი – რომელიც იხსნება და იტენება სახლის პირობებში სპეციალური დამტენით. სრული დატენვის დრო არის 4-6 საათი, რაც გატარებთ 30-50 კმ-ს პედლების ტრიალის გარეშე, ხოლო 50-80 კმ-ს პედლებით დახმარების შემთხვევაში.

Share