Home » ფინანსები » საქართველოში დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა
საქართველოში დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა

საქართველოში დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა

TOP5 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ USD150.9 მლნ (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 43 მილიონ 800 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს.

მეორე პოზიციაზე იტალიაა, საიდანაც 20 მილიონი დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზე საბერძნეთია 17 მილიონ 100 ათასი დოლარით.

მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 15 მილიონ 100 ათასი და 13 მილიონი დოლარით.

Share