Home » საზოგადოება » საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს
საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციისპროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტს შეადგენს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით.  C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, დღეს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას  – STOP C იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ღონისძიებაზე პროგრამის 3 წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.

28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

წყარო: 1tv.ge

Share