Home » ბიზნესი » ,,საქართველოში ბიზნესი და საბანკო სექტორი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ“
,,საქართველოში ბიზნესი და საბანკო სექტორი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ“

,,საქართველოში ბიზნესი და საბანკო სექტორი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ“

,,საქართველოში ბიზნესი და საბანკო სექტორი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ“, – ამის შესახებ, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ გვასალია აფბას ბიზნესსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.

,,ისტორია, რომლითაც ქართული საბანკო სექტორი განვითარდა მესამე ათწლეულს ითვლის, ეს არ არის დიდი ხნის ისტორია. სამწუხაროდ ჩვენ, ჩვენ შეცდომებზე და გამოცდილებაზე არ შეგვიქმნია საბანკო სისტემა. ეს სხვის თეორიებზე და სხვის შეცდომებზე შევქმენით.

დღევანდელ დღემდეც მუდმივი კრიტიკით მოვედით. ვიძახით, რომ საბანკო სისტემა ეკონომიკის ავანგარდშია იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით წინ არის დანარჩენი სექტორისგან, კი ბატონო ეს ნამდვილად ასეა, კარგად კაპიტალიზირებული, სტაბილური და მაღალი კვალიფიკაციის მქონდე თანამშრომლებით დაკომპლექტებული, მაგრამ მთავარი პრობლემა რომელიც დღევანდელ დღემდე მოჰყვა, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ეს არის ის, რომ ბიზნესი და საბანკო სექტორი ერთ ენაზე არ ლაპარაკობენ და როცა ჯდებიან მაგიდასთან ეს ენა არის სხვადასხვა. წარმატებულები არიან ბიზნესები, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ ბანკებთან.

რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, ომის დროს ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს, რომ არ მიეღო და არ მიეცა საშუალება საბანკო სექტორისთვის არაპროფილურ აქტივებში შესვლის, მერწმუნეთ დღეს ჩვენ სხვა ვითარება გვექნებოდა ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების კუთხით“, – განაცხადა გვასალიამ.

Share