Home » ბიზნესი » საქართველოში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე აზერბაიჯანში
საქართველოში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე აზერბაიჯანში

საქართველოში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე აზერბაიჯანში

გამოცემა globalpetrolprices.com მსოფლიოში საწვავის ფასების ყოველკვირეულ მონაცემებს აქვეყნებს, ანგარიშში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემია შეყვანილი.

18 იანვრის მდგომარეობით, არსებული მონაცემები globalpetrolprices.com–მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ გამოცემის მაჩვენებლების თანახმად, აზერბაიჯანში ბენზინის საშუალო ფასი უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში. ერთი ლიტრი ბენზინი საქართველოში 71 ცენტი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში 73, რაც შეეხება სომხეთს, ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში ბენზინის ფასი 1.02 დოლარია.

განსხვავებული ვითარებაა დიზელის ფასთან მიმართებაში, აზერბაიჯანში დიზელი 55 ცენტი, საქართველოში 65, ხოლო სომხეთში 96 ცენტი ღირს.

შეგახსენებთ, ეს არის 18 იანვრის მონაცემები, მას შემდეგ დოლარის კურსი საქართველოშიც შეიცვალა და აზერბაიჯანშიც, თუმცა, ფაქტია, რომ ეს მონაცემები დროის ერთი და იგივე მონაკვეთში გაკეთებული ანალიზის შედეგად გამოაქვეყნეს.

Share