Home » საზოგადოება » “საქართველოში აბორტი რომ არ კეთდებოდეს, ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი”
"საქართველოში აბორტი რომ არ კეთდებოდეს, ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი"

“საქართველოში აბორტი რომ არ კეთდებოდეს, ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი”

“ახლანდელი სტატისტიკის მიხედვით, აბორტი რომ საქართველოში საერთოდ არ კეთდებოდეს, წელიწადში დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ადვოკატების”  იურისტი, გიორგი ლაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვლიდერობთ უკვე დიდი ხანია.

ეს ყველაფრის ბრალია ერთად – გულგრილობის, უცოდინრობის, არასწორი პოლიტიკის და სხვა…
ეს უნდა გამოსწორდეს და შეიცვალოს, ამ თემაზე ხმამაღლა და უფრო აქტიურად საუბარია საჭირო.

ახლანდელი სტატისტიკის მიხედვით, აბორტი რომ საქართველოში საერთოდ არ კეთდებოდეს, წელიწადში დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი. შესაბამისად, ბუნებრივი მატება იქნებოდა დაახლოებით 50 ათასი. შედეგად, 10 წელში მივიღებდით ნახევარი მილიონით მეტ ადამიანს, რაც დღეს ამდენადაა საჭირო.

ეს ისე, ინფორმაციისთვის, თორემ პირველ რიგში ამ თემის გარშემო მუშაობა იმიტომაა საჭირო, რომ ის დაუბადებელი ბავშვები ჩვეულებრივი, პატარა ადამიანები არიან და მგონი დროა, რომ პრეისტორიული ხანიდან გამოვიდეთ და ამ ელემენტარულის აღქმა შევძლოთ ზრდასრულებმა”, – წერს “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი.

Image may contain: text

Share