Home » ეკონომიკა » საქართველოში 5000 მეტრის სიღრმეზე გაზის მარაგების ძიება დაიწყო
საქართველოში 5000 მეტრის სიღრმეზე გაზის მარაგების ძიება დაიწყო

საქართველოში 5000 მეტრის სიღრმეზე გაზის მარაგების ძიება დაიწყო

 Schlumberger Rustaveli Company -მ საქართველოში გაზის ძიების სამუშაოები დაიწყო.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წარმომადგენელმა თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, გაზის მარაგების ძიება 5 000 მეტრის სიღრმეში, დანალექ ქანებში მიმდინარეობს, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოში. ამის შესახებ მან “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

გოჩიტაშვილი განამრტავს, რომ ამ დრომდე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები ე.წ შუა ეოცენის (3500 მ) მიდამოებში ხორციელდებოდა, სადაც, როგორც წესი არის ნავთობის მარაგები.

ქვედა ეოცენის სედიმენტებში კი, დიდია ალბათობა გაზის მარაგების აღმოჩენის.

Share