Home » საზოგადოება » საქართველოსა და ბულგარეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები შესრულდეს
საქართველოსა და ბულგარეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები შესრულდეს

საქართველოსა და ბულგარეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები შესრულდეს

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, – ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამსაქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებსადა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.

„განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და აღნიშნა, რომ ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Share