Home » ახალი ამბები » საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია

პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და თვლის რომ ამ კომისიის არსებობა აუცილებელი და საჭირო ფაქტორია:

„პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე, რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა ეფექტიანი პაციენტები ენდობიან ექიმებს და ეს ნდობა არ უნდა დაიკარგოს, პირიქით უნდა გადაიდგას ნაბიჯები რაც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას გაზრდის.

ჩვენი ინფორმაციით იმ პროექტში რომელიც განხორციელდა, გამოწერილ რეცეპტებში 18% მდე იყო შეუსაბამო დანიშვნები.
ამიტომ ეს პროექტი, ოდნავ სხვა ფორმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ, საყველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გაწეული ამბულატორიული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მათ შორის გამოწერილი მედიკამენტების დიაგნოზებთან შესაბამისობის შესწავლა.

ასევე სადაზღვევო კომპანიებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შეუსაბამო დანიშვნის შემთხვევები, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ექსპერტის დასკვნით, რეაგირებისთვის გადაუგზავნონ შესაბამის უწყებას“–აცხადებენ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში.

Share