Home » ფინანსები » საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,467 მლრდ დოლარს მიაღწია
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,467 მლრდ დოლარს მიაღწია

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,467 მლრდ დოლარს მიაღწია

მიმდინარე წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 467 მილიონ დოლარს ანუ 14 მილიარდ 514 მილიონ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბრის მონაცემებით, ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს ანუ 14 მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი  მილიარდ 147 მილიონ დოლარზე მეტია; მას მოსდევს მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია მილიარდ 60 მილიონ დოლარზე მეტის დავალიანებით და მე-3 ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 888 მილიონ 414 ათას დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი, 168 მილიონ 84 დოლარს შეადგენს.

Share