Home » ბიზნესი » „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ ბაზარზე წარმატებით მკვიდრდება

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ ბაზარზე წარმატებით მკვიდრდება

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის კომპონენტში სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი- IGG ” მოზიდული პრემის წილის მიხედვით მეოთხე პოზიციაზეა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ კომპანიიდან აცნობეს.

სადაზღვევო სექტორის მიერ დაზღვევის ამ სახეობაში ჯამურად მოზიდული პრემიის ოდენობა სულ 24 მლნ. ლარს შეადგენს საიდანც 2.65 მლნ ლარის პრემია, სადაზღვევო კომპანია“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა – IGG“ მოიზიდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ ბაზარზე ერთი წელზე ნაკლებია რაც ოპერირებს,   მისი სადაზღვევო პორტფფელი ჯამურად 11.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

“საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” 100%-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა.

 ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით კომპანია ემსახურება  საქართველოს რკინიგზისა და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. ჯამურად თითქმის 30 000 ადამიანს, რაც კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეული ადამიანების 6-7%-ს შეადგენს, წლიური მოზიდული პრემია კი აღემატება 5 მლნ ლარს.

კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს და გეგმავს არა-სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით აქტიურ ოპერირებას. ამ მიზნით უკვე გაფორმებულია გადაზღვევის ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია სკორთან SCOR (www.scor.com), რომელიც მსოფლიოში მე-4 უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიაა და მინიჭებული აქვს AA-რეიტინგი.

საქართველოს სადაზვევო ჯგუფსა (IGG) და სკორს შორის გაფორმებული კონტრაქტი უზრუნველყოფს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის არა-სიცოცხლის დაზღვევის პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას და ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიას, კონკურენტულ ქართულ ბაზარზე, პოტენციური კლიენტების შესთავაზოს დაზღვევის საუკეთესო პირობები.

Share