Home » საზოგადოება » საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთს უსაყვედურა – მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთს უსაყვედურა – მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთს უსაყვედურა – მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ჩვენთვის, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.

ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Share