Home » ეკონომიკა » საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა
საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა

საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა

საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების დადებითი დინამიკაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც გლობალური გადამზიდავი კომპანიის „ემესსის“ (MSC) საქართველოს წარმომადგენლობის დაფუნების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც 450 ათას TEU კონტეინერზე მეტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ზრდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36 პროცენტია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ემესსი“ (MSC) საქართველოსთან 1996 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა შვილობილი კომპანია საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო „ემესსი ჯორჯია“ (MSC Georgia) 2009 წელს დააფუძნა.

„დარწმუნებული ვართ, საქართველო კავკასიის რეგიონიდან აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირების დიდ ჰაბად ჩამოყალიბდება. ჩვენ ახალი ინვესტიცია განვახორციელეთ და საქართველოში ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია, რათა უზრუნველვყოთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სერვისები და ე.წ. კარიდან კარამდე მიწოდება. ამით, განვაგრძობთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს საყოველთაოდ ცნობილი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. გვჯერა, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა „ემესსის“ (MSC) ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელე ერკოლანომ.

„ემესსი ჯორჯია“ საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს საქართველოში არსებული ორივე საზღვაო ნავსადგურიდან (ფოთი, ბათუმი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. „ემესსი“ ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ „მედლოგ ჯორჯიამ“ ბათუმში მულტიმოდალური საზღვაო ტერმინალი გახსნა.

Share