Home » ეკონომიკა » საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის
საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

ეკონომიკური აქტივობის მხრივ თბილისი კვლავაც უალტერნატივო ლიდერია.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 73.2% დედაქალაქზე მოდის.

მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, რიგით მეორე, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა – რეგიონზე ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7,4% მოდის; 5,2%-ით მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია; ბრუნვის 4.5% იმერეთზე მოდის, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 2,8%.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, აქ დედაქალაქზე 64.6% მოდის, აჭარაზე – 8.9%, ქვემო ქართლზე – 6.8%, იმერეთზე – 5.9%, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე კი – 3.2%.

წყარო:bm.ge

Share