Home » საზოგადოება » საქართველოს მთიან სოფლებში ინტერნეტი ჩაირთო
საქართველოს მთიან სოფლებში ინტერნეტი ჩაირთო

საქართველოს მთიან სოფლებში ინტერნეტი ჩაირთო

საქართველოს 76 მთიან სოფელში მცხოვრები ათასზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა ინტერნეტს, რაც მთავრობის მთიანი რეგიონების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის შედეგად ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის რეგიონების 76 სოფელი, 496 ოჯახი და 1291 მაცხოვრებელი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებას.

ეს მხარდაჭერა არის ინიციატივის EU4Digital ნაწილი, რომელიც 2019-დან 2021 წლამდე გაგრძელდება.

Share