Home » საზოგადოება » საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს
საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

სასამართლოს მეშვეობით ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ მოქალაქეს აზარტული თამაშები აუკრძალონ

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს ონლაინ კაზინოებში თანხის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვა მოუწევს, ასე რომ აიკრძალება თანხის სწრაფი გადახდის აპარატებიდან  გადარიცხვაც.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კანონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს, თუმცა ზოგადად ამ საკითხთან მიმართებით უმრავლესობაში ყველა თანხმდება, რომ რეგულაციები აუცილებელია.

,, დღევანდელი აზარტული სისტემა იმდენად მორგებულია მფლობელებზე, რომ თითქოს თავად მათ შექმნეს საკუთარი სექტორის კანონმდებლობა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც დღემდე მოსაწესრიგებელია, ერთ-ერთი მადგანაა აზარტული თამაშები და მათზე დამოკიდებულება. ამ სექტორში ჩვენი მოქალაქეები მასიურად არიან ჩართულები, იმედი აქვთ, რომ ამით საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან, თუმცა ამ სისტემით გამდიდრებული ადამიანი ძალიან ცოტაა.  საქართველოს მოსახლეობის 20% ჩართულია აზარტულ სივრცეში, რაც კატასტროფული რიცხვია, რადგან ევროპის ქვეყნებში მთლიანი მოსახლეობის 3% ან 5% არის ჩართული, რაც ძალიან მიმზიდველად ითვლება ამ ბიზნესის განვითარებისთვის.’’ გამარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

უკანასკნელ პერიოდში არასამთავრობო სექტორის მხრიდან გაჟღერდა იდეა,რომ სათამაშო სექტორს მთავრობაში ყავს თავისი ლობი და სწორედ ამიტომ ჭიანურდება კანონის მიღება. ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, ეს იდეა მთლიანად წინააღმდეგობრივი არაა, თუმცა პარლამენტში მსგავსი პიროვნების არსებობას გამორიცხავს.

,,არ გავუწევ არასამთავრობო სექტორს წინააღმდეგობას, შესაძლოა ლობი მართლაც ყავდეს სათამაშო სექტორს, თუმცა არ მგონია რომ პარლამენტში იყოს მსგავსი ვინმე. ქართული ოცნების მოსვლამდე ამ სექტორში მეფობდა  შავი ბუღალტერია და სახელმწიფო აქედან გადასახადებს ვერ იღებდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ მაქსიმალურად შევეცადეთ  ფისკალური მომენტი გაგვეზარდა, დაგვერეგულირებინა ბუღალტერია და მეტ-ნაკლებად ადეკვატური ყოფილიყო ის გადასახადები, რომელიც დღეს ბიუჯეტში შედის, თუმცა იმ სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს სიტუაციის მთლიან სურათს ვერ შევცვლით.  კატასტროფაა ის, რომ 10  წარმატებულ კომპანიაში 3 არის აზარტული თამაშების კომპანია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა არ არის ჯანმრთელი. ამასთან ერთად აზარტული თამაშები და მასზე დამოკიდებულება ბევრ პრობლემას ქმნის საზოგადოებაში, ხშირია სუიციდი, ოჯახს დანგრევა, რის საფუძველსაც ზოგჯერ სწორედ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება წარმოადგნს, სწორდ ამიტომ შევქმენით სამუშაო ჯგუფი  და შევთავაზეთ მთავრობას კონკრეტული ცვლილებები.’’- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კანონპროექტის მთავარი მიმართულება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა და მათ შორის ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რაც პრევენციას გაუწევს არასრულწლოვანების ჩართულობის შეზღუდვას ამ სექტორში. გარდა ამისა, სახელმწიფო სრულიად შეიცვლის პოლიტიკურ კურსს სათამაშო ბიზნესის მიმართ და აქცენტს გააკეთებს უცხოელ ტურისტებსა და მომხმარებელზე. შეიზღუდება აზართული თამაშების სექტორის პროპაგანდა და გაიზრდება გადასახადები, რითიც ბიუჯეტში მეტი თანხა შევა და კაზინოებისა თუ ონლაინ პორტალების რიცხვი იკლებს.

,,თავდაპირველად ჩვენ უნდა დავარეგისტრიროთ ყველა მოთამაშე, რათა ამ სექტორს მოვარიდოთ არასრულწლოვნები. მინიმალური ასაკი იქნება სავარაუდოდ 21 წელი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ცვლის საკუთარ პოლიტიკას, ჩვენთვის მთავარი აქცენტი კეთდება უცხოელ ვიზიტორებზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეზღუდოთ წვდომა ამ სივრცეზე. მეორე ფაქტორია ის, რომ სამსახურში სავალდებულო გახდება ცნობის მიტანა, რითიც დადასტურდება, რომ პიოვნება არაა ჩართული არცერთ აზარტულ საქმიანობაში. ეს მიდგომა მორალურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ჩვენ შემოგვაქვს ასევე თვითაკრძალვის მექანიზმიც, რის საფუძველზეც ვაძლევთ უფლებას ოჯახის წევრებს, რომ საფრთხის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს. შეიზღუდება სარეკლამო ბაზარი აზართული თამაშების კომპანიებისთვის, რათა შეიზღუდოს ამ სფეროს პოპულარიზაცია.’’- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share