Home » საზოგადოება » საქართველოს მოსახლეობა განათლებაზე მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3,4%-ს ხარჯავს

საქართველოს მოსახლეობა განათლებაზე მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3,4%-ს ხარჯავს

ქვეყანაში საშუალო თვიური ხარჯები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს საშუალო თვიური ხარჯი 1 163 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წელს საშუალო თვიური ხარჯი 110,2 მლნ ლარი იყო, ხოლო 2015 წელს – 1059,5 მლნ ლარი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე – 312.2 ლარს უტოლდება. მაშინ, როდესაც 2017 წელს საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე – 1093 ლარი, ერთ სულზე კი – 312,2 ლარი იყო.

საქსტატის ინფორამციით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.6%-ით შემცირდა და 66.8 პროცენტი შეადგინა.

შინამეურნეობების შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 749.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად 415 მილიონ ლარს უტოლდებოდა. 2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 %) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

კერძოდ, ფულადი ხარჯების 37,4% მოდიოდა სურსათზე სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე, 13% – საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე გაზზე და სხვა სათბობზე, 12,5% – ჯანმრთელობის დაცვაზე, 10% – ტრანსპორტზე, განათლებაზე კი მხოლოდ 3,4%.

 

bpn.ge

Share